ელენე ხოშტარია - ერთი წელი გავიდა, რაც მუხთარლი გაუჩინარდა, არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია

არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება ასეთი სერიოზულ სკანდალის გარშემო, არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კვლავ მიუბრუნდება.

„ერთი წელია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენი ქალაქიდან გაუჩინარდა ადამიანი და აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივუბრუნდებით საგამოძიებო კომისიის საკითხს, იმიტომ, რომ არ არსებობს არგუმენტი რატომ არ უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, რომ ხელისუფლება ასეთი სერიოზულ სკანდალის გარშემო, არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა