ბავშვის გატაცებაში ბრალდებულ ცოლ-ქმარს ბრალს დღეს წაუყენებენ

ბავშვის გატაცებაში ბრალდებულ ცოლ-ქმარს ბრალს დღეს საღამოს წაუყენებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულების ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ბრალს არ აღიარებს, თუმცა ამბობენ, რომ ბავშვი წამოიყვანეს იმ მიზეზით, რომ მშიერი იყო. ადვოკატი ეჭვობს, რომ ეს გარემოება ვიღაცამ გამოიყენა.

„ჩნდება იმის ეჭვი, რომ ვიღაცამ, ვისაც ამ ცოლ-ქმრის პირადი ინტერესი ჰქონდა, ეს გარემოება გამოიყენა. როგორც მე ვიცი, ბავშვის დედას არ უჩივლია, თუმცა ჯერჯერობით არც ის არის ჩემთვის ცნობილი ვინ დარეკა პოლიციაში. ბავშვი ნამდვილად წამოიყვანეს, თუმცა არა გატაცების მიზნით. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ისინი ოჯახის ახლობლები იყვნენ და ეს პირველი შემთხვევა არ იყო, რომ დაკავებულები იმ ბავშვებს აპურებდნენ. ჩემს ხელთ არსებული საქმის მასალებიდან გატაცების გარემოებები არ იკვეთება, რადგან ყველამ ნახა ეს ბავშვი, როგორ მიიყვანა ცოლ-ქმარმა სახლში დაბანეს, მოაწესრიგეს და აჭამეს კიდეც", - ამბობს ბაჩუკი ყურაშვილი.

ზუგდიდში სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი გუშინ საღამოს საკუთარი სახლიდან აიყვანეს. ბავშვის დედის ინფორმაციით, მას არ უჩივლია და არც იცის ვინ დარეკა 112-ში.

"იმ დღეს არ ვიყავი სახლში. რომ მოვედი დამახვედრეს ამბავი. ბავშვი ვალის გამო წაიყვანესო. ჩემი მამამთილისთვის დაუბარებიათ, სანამ ვალს არ დააბრუნებს, ბავშვი ჩვენთან იქნებაო", - აცხადებს ბავშვის დედა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი, მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ. აღნიშნული ქმედება ცხრიდან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს