მარიამ ჯაში - ინკლუზიური განათლების ხარისხის თვალსაზრისით გამოწვევები რჩება

ინკლუზიური განათლების ხარისხის თვალსაზრისით გამოწვევები რჩება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაშის თქმით, აღნიშნული მიმართულებით კანონში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის უაღრესად დიდი მიღწევა, რომელიც ზოგადი განათლების ეტაპზე უკვე გვაქვს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების 7000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, მეტი ინვესტიცია გვჭირდება სკოლამდელი ასაკის ინკლუზიისა და უმაღლესი განათლების ინკლუზიის ხელშეწყობისთვის. ხარისხის თვალსაზრისით რჩება გამოწვევები. ძალიან მიხარია, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტში შემოვა განათლების სამინისტროს ინიციატივა, რომელზეც ერთობლივად ვმუშაობთ სპეცპედაგოგების პროფესიის რეგულირებასთან დაკავშირებით. დღემდე პროგრამის ხელმძღვანელები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ინკლუზიური განათლების პროგრამებში ბავშვების ჩართვას, არ ჰქონდათ პედაგოგის წოდება და არ ჰქონდათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. სწორედ ამ ცვლილებებზე გვექნება უახლოეს მომავალში მსჯელობა და განხილვა. დიდი იმედი მაქვს, საშემოდგომო სესიას შევხვდებით ახალი რეგულაციებით, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ეს არის მნიშვნელოვანი თითოეული ბავშვისთვის და მშობლისთვის, რომელიც ინკლუზიური განათლების პროგრამებშია ჩართული",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცნობისთვის, განათლების და მეცნიერების სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიხსნა თემაზე: "ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება".

კონფერენციაზე წარმოადგენენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ინკლუზიური განათლების მოდელს, მიმდინარე პროექტებს, ასევე ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით შემუშავებულ "ინკლუზოური განათლების განვითარების 2018-2021" სტრატეგიასა და პრიორიტეტებს. კონფერენციას სომხეთის, ალბანეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას ქვეყნების წარმომადგენლები ინკლუზიური განათლების საკუთარ მოდელებზე, სისტემის სუსტ და ძლიერ მხარეებზე ისაუბრებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო