ბიძინა გეგიძე - ჩემთვის გაუგებარია, მაინცდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს სასტუმროს აშენება

ჩემთვის გაუგებარია, რომ მაინცდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს სასტუმროს აშენება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ შესაძლო მშენებლობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დავა სასამართლოში მიმდინარეობს და მმართველი გუნდი სამართლებრივ სივრცეში რევიზიას ვერ დაიწყებს.

გეგიძის თქმით, ფრაქციას „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა ჯანსაღი სივრცეების შესახებ, რომლის მიხედვითაც სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიები მომავალში ერთ სამართლებრივ სივრცეში უნდა მოექცეს და მსგავსი მშენებლობებისგან დაცული იქნას.

„ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით იყო სამართლებრივი დავა. ჩვენ სამართლებრივ სივრცეში რევიზიას ვერ დავიწყებთ. ჩემთვის მიუღებელი და გაუგებარია, მაინცდამაინც ვაკის პარკში რატომ უნდა მოგინდეს, რომ ააშენო სახლი, სასტუმრო, კომერციული ობიექტი და ა.შ. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ჩვენ ავსახეთ საკანონმდებლო ინიციატივაში“, - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერიას ხელახლა დაავალა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა