მარიამ ჯაში - სკოლებში რელიგიების ისტორიის სწავლებას მივესალმები

რელიგიების სწავლებას სკოლებში მივესალმები, რადგან თანამედროვე სამყაროში რელიგიების სახელით წარმოებული კონფლიქტების პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს თეოლოგიის საწყისებში ჰქონდეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ცოდნის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც ჯაშმა აღნიშნა, ის მზად არის საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის წინადადება განიხილოს.

"რელიგიების სწავლებას სკოლებში მივესალმები, რადგან თანამედროვე სამყაროში რელიგიების სახელით წარმოებული კონფლიქტების პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს თეოლოგიის საწყისებში ჰქონდეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ცოდნის თვალსაზრისით. სამუშაო პროცესში უშუალოდ ჩართული არ ვიქნები, თუმცა არაერთხელ დამიდასტურებია ჩემი მზაობა, განვიხილო ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც შეიმუშავებს სამუშაო ჯგუფი და ხელი შევუწყო, როგორც განათლების სისტემას, ასევე სხვადასხვა კონფესიებს და ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ სწორი ინფორმაცია პედაგოგების მეშვეობით მივაწოდოთ ბავშვებს სკოლებში განათლების სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ფარგლებში",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ რელიგიების ისტორიები სკოლებში შესაძლოა ჰუმანიტარული მიმართულების პედაგოგებმა ასწავლონ, თუმცა აღნიშნა, რომ მათ განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული გადამზადების სპეციალური კურსი უნდა გაიარონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა