„ევროპული საქართველოს“ წევრი - ექვსი თვის თავზე, თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არც ერთი პროგრამა არ განხორციელებულა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო” თბილისის მერიის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამების თანადაფინანსების წესის ცვლილების გამო ჩაშლილ ტენდერებზე საუბრობს.

თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა დავით ჟღენტმა თბილისის მერიის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამების თანადაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აღნიშნულ წესში ცვლილების შეტანამდე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს თავად ჰქონდათ შესაძლებლობა შეერჩიათ კონკრეტული შემსრულებელი კომპანია, რომელიც განახორციელებდა ამხანაგობის მიერ დავალებულ სამუშაოებს. პარალელურად, ამხანაგობას ჰქონდა საშუალება სამუშაოების დროს მონიტორინგი განეხორციელებინა. კომპანია და ამხანაგობა სრულ პასუხისმგებლობას იღებდნენ შემსრულებლის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე.

“მოგეხსენებათ, კონკრეტულ წესში შევიდა ცვლილება და სავალდებულო გახდა წესის მიხედვით გამოცხადებულიყო კონკრეტული მოცულობითი ტენდერები, ანუ ცენტრალიზებულად განხორციელებულიყო. მაგრამ, თითქმის ექვსი თვის თავზე თბილისში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის არც ერთი პროგრამა არ განხორციელებულა. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მერიასა და გამგეობების მიერ გამოცხადებული ტენდერების თითქმის უმეტესობა ჩაშლილია და რომელი ტენდერიც არ არის ჩაშლილი და არის კონკრეტული გამარჯვებული კომპანია, შერჩეულია ნეპოტისტური წესით, დაახლოებული არიან მერიის თანამშრომლებთან”, - განაცხადა დავით ჟღენტმა.

მისივე თქმით, 2017 წლის მონაცემებით, 513 კომპანიას ჰქონდა საშუალება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეკრულების საფუძველზე განეხორციელებინა კონკრეტული სამუშაოები და ამით ამხანაგობების მნიშვნელოვანი პრობლემები გვარდებოდა.

„ამჯერად კი, დაახლოებით მილიონ-ნახევარ ლარამდე ჩაშლილია ხელშეკრულებები ისანში, ვაკეში, გლდანში და სხვა რაიონებში“, - აღნიშნავს „ევროპული საქართველოს“ წევრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო