„ბილაინის“ მომხმარებელს ხარჯებთან დაკავშირებული საკითხის დაფიქსირება უკვე ონლაინაც შეუძლია

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“, ბილაინის მხარდაჭერის პლატფორმაზე https://support.beeline.ge, „ხარვეზებისა და რეკომენდაციების“ ბლოკში ახალი ფუნქციონალის დამატების შესახებ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს, ამის შედეგად, მომხმარებელს მარტივად შეუძლია ვებგვერდზე დააფიქსიროს ნებისმიერი მომსახურებისთვის თანხის ჩამოჭრასთან დაკავშირებული კითხვა, რომლის დაფიქსირების შემდეგაც მიიღებს შეტყობინებას საკითხის გადაჭრის სტატუსთან დაკავშირებით.

კომპანიის ინფორმაციით, „ბილაინი“ დიდ ყურადრებას აქცევს იმას, რომ მის მომხმარებელს ყოველთვის ქონდეს შესაძლებლობა მარტივად აკონტროლოს მობილური კომუნიკაციისთვის გაწეული ხარჯები და დეტალურად ნახოს თანხების ჩამოჭრა. გაწეული ხარჯების დეტალებში ხილვა, „ბილაინის“ მომხმარებელს რამდენიმე გზით შეუძლია, მათ შორის MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით და „ბილაინის“ ვებგვერდზე „პირად კაბინეტში“ რეგისტრაციით.

„ბილაინის“ მხარდაჭერის პლატფორმა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს დასვას მისთვის საინტერესო კითხვა და უმოკლეს დროში მიიღოს პასუხი პლატფორმაზე გაწევრიანებული „ბილაინის“ სხვა მომხმარებლებისგან. პლატფორმაზე ასევე განთავსებულია: ინტერნეტპარამეტრების გაწერისთვის საჭირო მონაცემები, სხვადასხვა მომსახურების გასააქტიურებელი კომბინაციები და დაფარვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაფიქსირების მარტივი ფორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა