რელიგიის სააგენტო სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას წმინდა გაიანეს ხსენების დღეს ულოცავს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გაიანესა და „ამხანაგთა მისთა“ იხსენიებს, რომლებიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო მოწამეთა ხსენების დღეს ულოცავს სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და მშვიდობას უსურვებს მათ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა გაიანე, წმინდა რიფსიმესთან ერთად, სომხეთის პირველ მოწამეებად ითვლებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს