ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - დღეს არ გასაჯაროვებულა არც ერთი ისეთი მასალა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა კანონმდებლობასთან

დღეს არ გასაჯაროვებულა არც ერთი ისეთი მასალა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კანონმდებლობასთან და არ დარღვეულა არც ერთი ნორმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გასაჯაროვების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის მიზანი იყო საზოგადოებისთვის, რომლის მხრიდანაც ამ საქმისადმი მაღალი ინტერესი არსებობს, ნათელი ყოფილიყო ის გარემოებები, რომელიც არის სისხლის სამართლის საქმეში.

"არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ადგენს უშუალოდ არასრულწლოვნებთან მიმართებით არსებულ რეგულაციებს. ამ კოდექსიდან გამომდინარე არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია ჩვენი მხრიდან. გამოქვეყნდა მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც საზოგადოებისთვის იყო საინტერესო", - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, იმ ფონზე როდესაც მედიაში საქმის მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით, პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული, რამდენად გამართლებულია, თავად პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გასაჯაროვება, პროკურორმა განმარტა, რომ დღეს არ გასაჯაროვებული ისეთი მასალა, რომლის გამოქვეყნებაც არ იყო მიზანშეწონილი.

"არსებობს საქმის მასალების ნაწილი, რომლის გასაჯაროებაც არაა მიზანშეწონილი, თუმცა დღეს არ გასაჯაროვებულა არც ერთი ისეთი მასალა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კანონმდებლობასთან და არ დარღვეულა არც ერთი ნორმა", - აღნიშნა მარიკა გოგოხიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ პროკურატურა ცდილობს მაქსიმალურად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია აღნიშნული საქმის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო