რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჩრდილოეთ სირიაში ქურთი ტერორისტების მხარდაჭერით აშშ ვალდებულებებს არღვევს

ჩრდილოეთ სირიაში ქურთი ტერორისტების მხარდაჭერით აშშ ნატო-ს ფარგლებში თურქეთისადმი აღებულ მოკავშირეთა ვალდებულებებს არღვევს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ნატო-ში აშშ-სთან ჩვენი პარტნიორობა აღქმული უნდა იქნეს, როგორც სტრატეგიული ალიანსი. თუ აშშ არ გაითვალისწინებს ამ ფაქტორს, მაშინ თურქეთი იძულებული იქნება შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის კმაყოფილი არ არის აშშ-ს პოზიციით ჩრდილოეთ სირიაში.

„არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ რეგიონში იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდება ხდება. ვისთვის და ვის წინააღმდეგ არის ეს განკუთვნილი? ეს ჩვენ გვაქვს სირიასთან 911 კილომეტრის საერთო საზღვარი“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში ამერიკული ბაზების განთავსება მიუღებელია.

„ჩრდილოეთ სირიაში აშშ-ს 20 ბაზაა. ვისთვის და ვის წინააღმდეგ შექმნეს? თქვენ მხარს უჭერთ YPG/PYD-ს მათ ქმედებებში, მათ, ტერორისტებს შეიარაღებას აწვდით, ფინანსურად ეხმარებით. აქედან გამომდინარე თურქეთი იძულებული იქნება შესაბამისი ზომები მიიღოს“, - დასძინა ერდოღანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა