თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და ღია მმართველობის პარტნიორობის საპარლამენტო საბჭოს წევრი კახაბერ კუჭავა საქართველოში ვიზიტით მყოფ საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს მარტინ ჩუნგონგს შეხვდნენ.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა იყო ღია მმართველობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევები და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების სხვა ქვეყნების პარლამენტებისთვის გაზიარების საკითხი.

“საპარლამენტთაშორისო კავშირი პარლამენტების ყველზე დიდი გაერთიანებაა მსოფლიოს მასშტაბით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის კუთხით არსებულ გამოცდილებაზე. გაჩნდა სურვილი, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირის დელეგაციამ სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს ჩვენი გამოცდილება, რაც ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ღია მმართველობის კუთხით საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს, ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა და შესაბამისად, სხვა ქვეყნების პარლამენტებისთვისაც ეს რეფორმები საინტერესოა და სიამოვნებით გავუზიარებთ მათ ჩვენს გამოცდილებას. ასევე, ჩვენ ვემზადებით ღია მმართველობის სამიტისთვის, რომელიც ივლისში გაიმართება. ათასობით სტუმარი ჩამოვა საქართველოში მთელი მსოფლიოდან და შეხვედრაზე ამ სამიტის დეტალებზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - საქართველოსთვის ნატოსთან ინტეგრაციის ლოდინი იქამდე, ვიდრე საქართველო გამთლიანდება, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ღალატია
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2019
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ უფასოდ გაიარონ კონსულტაცია უცხოელ ექიმებთან