მუნიციპალიტეტებს ახალი ურნები გადაეცემა

საქართველოს რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ურნები დარიგდება, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 ათასი კონტეინერი გადანაწილდება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესა და თელავის მერს შეხვდნენ.

თელავის მუნიციპალიტეტში 250 ერთეული, ხოლო მთლიანად კახეთის რეგიონში - გერმანული წარმოების პლასტმასის 1800 ურნა დარიგდება.

მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების ახალი კონტეინერების შესაძენად ჯამში 5,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა