ქალაქ ლიეჟში უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი პოლიციელი და ერთი გამვლელი

ბელგიის ქალაქ ლიეჟში უცნობმა პირმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი პოლიციელი და ერთი შემთხვევითი გამვლელი, ორი პოლიციელი კი დაიჭრა. ამის შესახებ პოლიციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ადგილობრივი გამოცემა Le Soir იუწყება. სამართალდამცველებმა მსროლელის ლიკვიდირება შეძლეს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლის აყვანა და მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი ლიკვიდირება მოახდინეს.

მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ლიეჟის პოლიციას ჯერ არ გაუვრცელებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო