ნათია მეზვრიშვილი - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება და მასზე მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა გავრცელდება

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება მძიმე კატეგორიის დანაშაული იქნება და მასზე მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა გავრცელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მეზვრიშვილის ინფორმაციით, გახშირებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ამ იარაღით დანაშაულის ჩადენის ფაქტები, რამაც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობა განაპირობა.

„მკაცრდება სანქციები ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისათვის. ტარება ხდება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც საკმაოდ მკაცრად დაისჯება, სანქცია იქნება თავისუფლების აღკვეთა. ასევე სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციიდან განსხვავებით, მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა და ეს ქმედებაც საკმაოდ მკაცრად დაისჯება“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ან შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე, ხოლო ცეცხლასროლი იარაღის ტარება დაისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით. სისხლის სამართლოს კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა