ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე - ბრალდების მხარეს არ აინტერესებს არღვევს თუ არა კანონს

ბრალდების მხარეს არ აინტერესებს არღვევს თუ არა კანონს და სურთ, გარკვეული პიარი გააჩაღონ და საზოგადოება დაარწმუნონ მათი პოზიციის მართებულობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გასაჯაროების შეფასებისას განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მასალების გამოქვეყნების უფლება კანონით არც ბრალდების და არც დაცვის მხარეს არ აქვს.

"საქმეში იმდენი მტკიცებულება, იმდენი ჩვენება არსებობს, სადაც ერთიდაიგივე მოწმე სამჯერ ცვლის ჩვენებას, შემდეგ პროცესზე კიდევ რამდენჯერმე სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს, რომ ჩვენ შეგვეძლო აღნიშნული გამოგვექვეყნებინა, საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა, მაგრამ ეს იმიტომ არ გავაკეთეთ, რადგან არ გვსურდა კანონი დაგვერღვია. ამ ყველაფერს საზოგადოების მხრიდან ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვებოდა. თუმცა, ბრალდების მხარეს არ აინტერესებს არღვევს თუ არა კანონს და სურთ, გარკვეული პიარი გააჩაღონ და საზოგადოება დაარწმუნონ მათი პოზიციის მართებულობაში. თუმცა, საზოგადოებამ უკვე კარგად დაინახა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია სრულიად უსაფუძვლოა. რაც მთავარია, დაზარალებულმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ბრალდების პოზიცია ფაქტებს, მტკიცებულებებს არ ეფუძნება და ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისგან. ბრალდების მხარეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. ბრალდების მხარემ მასალები, საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოაქვეყნა და გვეუბნება, თითქოს ექსპერტმა თქვა, ეს იყო მაკრატლით მიყენებული ჭრილობები. რადგან ეს გამოაქვეყნა, მაშინ ბრალდების მხარემ ისიც გამოაქვეყნოს, სადაც ექსპერტი ამბობს, რომ მაკრატლით არის ჭრილობა მიყენებული. ასეთ რამეს ექსპერტი არსად არ ამბობს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ კარგად იცის თუ რა თქვა სასამართლოში ექსპერტმა, თუმცა არასწორ განმარტებებს შეგნებულად აკეთებენ.

"ექსპერტს არსად არ უთქვამს, რომ გამოყენებულია მაკრატელი, არც დასკვნაში წერია მსგავსი რამ, არც ინტერვიუს დროს, არც სასამართლოში დაკითხვის დროს უთქვამს მსგავსი რამე. ექსპერტმა თქვა - გამოყენებულია სხვადასხვა საგნები, რომლებიც არ არის დანა, გამოყენებულია სხვადასხვა მჭრელი ბასრი საგნები, რომლებიც კატეგორიულად ვაცხადებ, საქმეში არსებული დანები არ არისო. თუმცა, ამ საგნებში შესაძლებელია რომელიმე მაკრატლის მსგავსი საგანი იყოსო, ეს თქვა ექსპერტმა. აპრიორი, საქმეში მაკრატელია გამოყენებულიო, ასთი რამ ექსპერტს არსად უთქვამს. ბრალდების მხარის განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. დარწმუნებული ვარ, ბრალდების მხარემ კარგად იცის რა თქვა ექსპერტმა, თუმცა, განმარტებებს შეგნებულად არასწორად აკეთებენ, რათა სურთ გაამართლონ თავიანთი არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე", - განაცხადა კაკაბაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა