ლევან გერაძე - სირიის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარება“ საერთაშორისო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს

სირია მთლიანად არის რუსეთის სამხედრო მხარდაჭერაზე დამოკიდებული და ბუნებრივია გააკეთებს იმას, რასაც რუსეთის ფედერაცია მას მოსთხოვს, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან გერაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სირიისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის მხარდაჭერა, ვიდრე ცივილიზებული სამყაროს კეთილგანწყობის შენარჩუნება.

„როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციამ მოსთხოვა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ამ თვალსაზრისით საერთოდ არ გამკვირვებია სირიის ეს ნაბიჯი. მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის მხარდაჭერა, ვიდრე ცივილიზებული სამყაროს კეთილგანწყობის შენარჩუნება, რომელიც აღარც აქვს მას. თვითონ სირიაში უკიდურესად მძიმე პოლიტიკური და სამხედრო ვითარებაა და რუსეთის ფედერაციას სჭირდება იმის ჩვენება, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მისი არალეგიტიმური პროექტები სიცოცხლისუნარიანია და მუშაობს. სირია ძალიან სამწუხარო მდგომარეობაშია, თუმცა კარგი ის არის, რომ საერთაშორისო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ეს ამბავი ვერ მოახდენს.

ხელისუფლება ალბათ ძალიან მშვიდად გააკეთებს განცხადებას, რომ ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად არალეგიტიმური. არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ რეგიონების დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ცივილიზებული სამყარო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და ამის ხაზგასმა მოხდება მათ განცხადებაშიც,“ - განაცხადა ლევან გერაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს