გეგმური სამუშაოების გამო, 30 მაისს ვაკისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება

გეგმური სამუშაოების გამო, ვაკისა და საბურთალოს რამდენიმე ქუჩის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გეგმურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც მოიცავს სადარბაზოებში არსებული გაზის ონკანების რევიზიასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოცვლას, ხვალ, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძეზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის III კვარტლის №19, №20, №21, №22, №22ა, №22ბ და №23-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

კომპანიის ინფორმაციით, დილის 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოზე, ასათიანის ქუჩის №10ა, №12, №14, შალვა ნუცუბიძის ქუჩის №26, №26-2, №28, №30, №32, №34, №34-1, №36-1, №36-2, №38, №40, №42-1, №42-2, №44-1, №44-2, №44-3, №46, №48-1, №48-2, №48-3, №50 და №53-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 17:30 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ოთხშაბათს, 30 მაისს, დილის 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ილია ჭავჭავაძის გამზირის №41, №42, და თამარაშვილის ქუჩის №1, №3, №5, №7 და №9-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება იმავე დღის 15:00 საათიდან და დასრულდება 17:00 საათამდე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.