პროფკავშირები - უკანონოდ დათხოვნილი 11 პირი რუსთავის აზოტში მუშაობას დღეიდან განაგრძობს

უკანონოდ დათხოვნილი 11 პირი რუსთავის აზოტში მუშაობას დღეიდან ისევ შეძლებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს. როგორც პროფკავშირებში განმარტავენ, მოპასუხის გასაჩივრების მიუხედავად, სასამართლომ პროფკავშირების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების განკარგულება გასცა.

საქმე პირველ ინსტანციაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, სს"რუსთავის აზოტს" 28 მარტს მოუგო. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორი თვის წინ დააკმაყოფილა პროფკავშირების სარჩელი და ბათილად ცნო 56 ადამიანის გათავისუფლების შესახებ კომპანიის გადაწყვეტილებები. კომპანიას დაევალა გათავისუფლებულთა სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრული ოდენობით. თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება სს "რუსთავის აზოტმა" სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2018 წლის 23 აპრილს, პროფკაშირების გაერთიანებამ, რომელიც აზოტელების უფლებებს 11 მოსარჩელის სახელით იცავს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 28 მარტს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით მიმართა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

„აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილება იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეებმა დაუყოვნებლივ, მიუხევადად საქმის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელებისა, უნდა დაიწყონ მუშაობა რუსთავის აზოტში მათ მიერ განთავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციებზე. 11 მოსარჩელეს შორის, რომლებსაც მუშაობის დაწყება უკვე ხვალ შეუძლიათ არიან: იუსიფ მელაძე, მანანა ლობჟანიძე, სვეტლანა ცაბაძე, თინათინ ჯიბღაშვილი, თამარ სუხიაშვილი, ზურაბ აბრამიშვილი, ბელა ზეგდინიძე, თამარა ხაზალიშვილი, ხათუნა ბერაძე, რუსუდან კაჭკაჭაშვილი და ამირან დიაკონიძე“, – აცხადებენ პროფკავშირში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს