გედევან ფოფხაძე - არა მგონია, სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარება“ საქართველოს დიპლომატიის ხარვეზად ჩაითვალოს

ჩვენ, ასადის ხელისუფლებას რუსეთის მსგავსად სამხედრო მხარდაჭერას ვერ გამოვუცხადებთ, ამიტომ, არა მგონია, სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარება“ საქართველოს დიპლომატიის ხარვეზად ჩაითვალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

ფოფხაძის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაში სირიის არმონაწილეობა არის მოცემულობა საგარეო პოლიტიკაში, როცა რუსეთი და სირია არის მოკავშირე და სირიას რუსეთის მიმართ გარკვეული ვალდებულებები გააჩნია.

“რუსეთის ფედერაცია არის სირიის მოკავშირე - მათ შორის არის სამხედრო მოკავშირე. ის თუ რა ხდება სირიაში და რამდენად არის დაცული ადამიანის უფლებები, ძალიან ახლობელია რუსეთისათვის. რუსეთი საერთაშორისო სივრცეში სწორედ ისეთ მოკავშირეებს ეძებს, სადაც დიდად არ არის პატივცემული საერთაშორისო ნორმები, ადამიანის უფლებები. ამიტომ არა მგონია ამაში რაიმე საგანგაშო იყოს. ასადის რეჟიმი არ წარმოადგენს მსოფლიო დიპლომატიისათვის სტანდარტულ სუბიექტს, რომელთანაც შეიძლებოდა საქართველოს ჩვეულებრივ ემუშავა. რუსეთი თავის რესურსს იყენებს და მისი რესურსი ამის იქეთ ვეღარ მიდის - რუსეთს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში ჰყავს რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი მოკავშირე და ერთ-ერთი, რაც მათთან აკავშირებს, არის საერთო ნეგატიური ხედვა ადამიანის უფლებების სტანდარტის კუთხით. არა მგონია, ამ შემთხვევაში სირიის მაგალითი რაიმეს მაჩვენებელი იყოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს