სალომე ზურაბიშვილი - სირია დღევანდელ დღეს ყველაზე სამარცხვინო ქვეყანაა და მისი აღიარება არაფერს ნიშნავს

სირია დღევანდელ დღეს არის ყველაზე სამარცხვინო ქვეყანა - მისი აღიარება არაფერს ნიშნავს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.

“სირიის მიერ აფხაზეთისა და “სამხეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარება არაფერს არ ნიშნავს. ქვეყნებიც, ვინც აქამდე აღიარა - ნაურუ და კიდევ ვიღაცეები, არაფერს არ წარმოადგენენ. სირია დღევანდელ დღეს ყველაზე სამარცხვინო ქვეყანაა. არამხოლოდ იმიტომ, რომ მოკავშირე რუსეთისგან არის ისეთი დამონებული, რომ მას საკუთარი გადაწყვეტილება არ გააჩნია, არამედ საკუთარი ხალხის მიმართ არის ყველაზე სამარცხვინო რეჟიმი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სირიის საგარეო უწყებამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ “დამოუკიდებლობის აღიარება“ დაადასტურა.