ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე ნიმუშის აღებისას განხორციელებული ქმედება იძულება და ძალადობაა

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული იმ პატიმრის აღკვეთი ღონისიძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელეს, რომელიც გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

როგორც მისი ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, ბრალდებულს ნერწყვისა და ოფლის ნიმუშის აღებისას ტკივილი მიაყენეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნიმუშის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.

“ეს არის იძულება და ძალადობა ბრალდებულთან მიმართებაში. ისინი ამბობენ, რომ მათ იხელმძღვანელეს სასამართლო განჩინებით, მაგრამ მანახონ სასამართლოს განჩინების ერთი დებულება მაინც, რომ მსგავსი ფორმით უნდა მომხდარიყო ბრალდებულისგან ნიმუშების აღება. განჩინებაში მითითებულია ასეთი რამეც, რომ ნერწყვისა და ოფლის ნიმუშების აღება ბრალდებულს ტკივილს არ მიაყენებსო. რა მნიშვნელობა აქვს, ნიმუშის მიღებით მიადგება ტკივილი, თუ ამ ნიმუშების აღების მეთოდით, დასაგმობი მტკიცებულებაა ეს. ნიშანდობლივია, რომ ამ ფაქტის აღნუსხვა მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და ვერ ვხვდები რას ადასტურებდნენ მათ სასარგებლოდ, პირიქით“, -აცხადებს ადვოკატი პაატა შავაძე.

პროკურორის დავით ხარაზიშვილის თქმით, ნიმუშის აღება კანონის დაცვით მოხდა და ეს არიყო ძალადობა.

„ეს არ არის ძალადობა, ეს არის პროპორციული ძალა. ადვოკატი და დაცვის მხარე ყოველთვის ცდილობს თავის სასარგებლოდ იმოქმედოს. ბრალდებულს შეეძლო წინააღმდეგობა არ გაეწია გამოძიებისთის“,- აცხადებს დავით ხარაზიშვილი.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ძალადობენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო