სოფო კილაძე - IPU-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული მხარდაჭერაა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე 2030 წლის მდგრადი განვითარების იმპლემენტაციის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტად მყოფ საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს, მარტინ ჩუნგონგის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„IPU-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, რომელიც 2030 წლის მდგრადი განვითარების იმპლემენტაციის კონფერენციის ფარგლებში ეწვია საქართველოს, მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული მხარდაჭერაა. ჩვენ ვაფასებთ ბატონი ჩუნგონგის ამ მხარდაჭერას, მათ შორის, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და პარლამენტის გაძლიერების კუთხით“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, მარტინ ჩუნგონგიმ ქართული მხარე, ჟენევაში იმ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების კომიტეტების გაძლიერებას ეხება.

„ეს თანამშრომლობა იქნება ძალიან ნაყოფიერი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება, სადაც შესაძლებელია საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა