ეკა ბესელია - ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა, შეიძლება იყოს მიდგომა, რომელიც ყველა საერთაშორისო პრინციპს და სუვერენიტეტს არღვევს

თანამედროვე სამყაროში არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს - საქართველოს სუვერენიტეტი, ერთიანობა და მთლიანობა ყველა საერთაშორისო დოკუმენტშია აღიარებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

“არაერთი საერთაშორისო რეზოლუცია, არაერთი პოლიტიკური და სამართლებრივი აქტი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა და დემოკრატული მმართველობა, შეიძლება იყოს მიდგომა, რომელიც ყველა საერთაშორისო პრინციპს, სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ დოგმატურ მიდგომებს არღვევს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სირიის საგარეო უწყებამ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის“ “დამოუკიდებლობის აღიარება“ დაადასტურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა