აჭარაში არსებული რამდენიმე ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ტარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით, ტურისტული-საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება ისეთ საკითხებში უტარდებათ, როგორებიცაა მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები, ტურისტებთან მომსახურების საერთაშორისო სტანდარტები, გაყიდვების ძირითადი პრინციპები, გაყიდვების ფილოსოფია, პროდუქტების პოზიციონირების მეთოდები და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც აუცილებელია ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებისთვის.

ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ თავიანთი საქმიანობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

1 ივნისიდან რეგიონში არსებული 9-ვე საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი, მათ შორის სამი - საბაგიროსთან, აეროპორტსა და ბათუმი ცენტრალში 24 საათის განმავლობაში მოემსახურება ტურისტებს. ცენტრების თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები ყოველწლიურად უტარდებათ.

„ძალიან დიდია წლის განმავლობაში ტურისტების მომართვიანობა ჩვენს საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებში. მაგალითად, გასულ წელს 90 000-მდე სტუმარმა ისარგებლა ცენტრის სერვისებით და ეს ციფრი ყოველწლიურად მზარდია. წელს, ჩვენ მომზადებული ვხვდებით ზაფხულის ტურისტულ სეზონს. ყველა ტურისტულ ცენტრში ტურისტებს შეეძლებათ ამომწურავი ინფორმაციის მიღება აჭარაში არსებული ზღვისა და მთის ტურისტული პროდუქტების, მარშრუტების, ღირსშესანიშნაობებისა თუ სხვა რეგიონში მოგზაურობისთვის საჭირო საკითხების შესახებ. ტურისტული-საინფორმაციო ცენტრები არის ერთ-ერთი მთავარი რგოლი ტურისტებთან ურთიერთობისას და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული ტურისტი ვინც მოგვმართვას იყოს კმაყოფილი და მაქსიმალურად ინფორმირებული რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ“, - გაანცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა