სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი მიქელაძის ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. მისივე თქმით, სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმე არსებითად განსახილველად მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს გადაეცა.

ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა ვერ მოხერხდება, თუმცა მომდევნო სასამართლო პროცესებზე დაიკითხებიან.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან ათეულობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე იყო, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა