„ვითიბი ბანკმა“ სტუდენტებისთვის მასტერკლასი გამართა

„ვითიბი ბანკმა“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კულტურის მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტები, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ცნობილი მხატვრის ნინა პერის მასტერკლასზე მიიწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს, მასტერკლასის თემა - „მათი დრო მოვიდა“, ეხმიანება 17 მაისს გახსნილ გამოფენას, რომელიც ეფუძნება ცოლების მკვლელ ბოროტ ქმარზე დაწერილ ცნობილ ფრანგულ ზღაპარს „ლურჯწვერა“ და წარმოადგენს „ლურჯწვერას“ ყველაზე ცნობილი პროტოტიპის ინგლისის მეფის ჰენრი VIII-ის და მის ცოლების, პორტრეტების თემატურ სერიას. ასევე ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა ნახატებს.

სტუდენტებმა გამოფენა დაათვალიერეს და მხატვართან ერთად იმსჯელეს ძალადობის თანამედროვე გამოვლინებაზე, რადგან სწორედ ამ წარმოსახვით შეიქმნა აღნიშნული პორტრეტების სერია, მხატვარი შეეცადა გადმოეცა თუ როგორი იქნებოდა თანამედროვე „ლურჯწვერა“ და მისი ცოლები.

„ვითიბისთვის უარღესად მნიშვნელოვანია სწორი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბება ახალგაზრდებში, სწორედ ამიტომ მოიწვია ბანკმა სტუდენტები ნინა პერის მასტერკლასზე, რომლის განმავლობაშიც ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზე ისაუბრეს როგორიცაა ძალადობა. ექპოზიციაში წარმოდგენილი მხატვრის ნამუშვერების ინსპირაციაც ძალადობის თანამედროვე გააზრება გახდა“, - განაცხადა „ვითბი ბანკის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთნ ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა მაჭავარიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა