„ევროპული საქართველო“ სირიის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში დაბარებას აპირებს

საპარლამენტო ოპოზიცია „ევროპული საქართველო“ სირის მიერ დე ფაქტო აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან პასუხს ითხოვს და ამ მიზნით, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში დაბარებას აპირებს - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს. პარტიის-ერთ ერთი წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ დიპლომატიური მუშაობა ახლო აღმოსავლეთში გააქტიუროს

„ყველაზე რთულ დროს, როდესაც სირია ომში იყო გახვეული და ასადის ,,გადარჩენის’’ საკითხი დამოკიდებული იყო მოსკოვზე, მაშინაც კი არ უღიარებია აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ჩვენ პასუხები უნდა მივიღოთ მთავრობისგან რის გაკეთებას აპირებს და რა ნაბიჯები იგეგმებოდა. ვაპირებთ, რომ დავიბაროთ საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლა, რა თქმა უნდა მყისიერად უნდა გაწყდეს დიპლომატიური ურთიერთობები სირიასთან და გააქტიურდეს ჩვენი დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში, იმიტომ, რომ სირია არის გავლენიანი ქვეყანა და მნიშვნელოვანია, რომ რაიმე გაგრძელება ამ აღიარებას არ მოჰყვეს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს