ირაკლი კობახიძე არასამთავრობოების წარმომადგენლებს და ომბუდსმენს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კანონებში დაგეგმილ იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც კანონმდებლობის ახალი რედაქციის კონსტიტუციასთან ჰარმონიზების პროცესში ხორციელდება, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს შეხვდა.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილობდნენ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი დეპუტატები.

დისკუსიის ერთ-ერთი ძირითადი თემა “კულტურის შესახებ“ კანონსა და “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები იყო, რომელშიც არასამთავრობო სექტორი ადამიანის უფლებების შეზღუდვის საფრთხეს ხედავს.

“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოითქვა რამდენიმე მოსაზრება, თუ სად შეიძლება შეზღუდვა არ გავრცელდეს და როგორი შეიძლება იყოს სტანდარტი. ასევე საუბარი იყო “კულტურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს კანონი ისე, რომ მან პრაქტიკაში პრობლემა არ შექმნას. გამოითქვა ვერსია, რომ აღნიშნულ კანონში კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის გადმოტანა მოხდეს. პარლამენტის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ ამ თემებზე დისკუსია გაგრძელდეს. როცა ვლაპარაკობთ კანონმდებლობის კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაზე, აუცილებელი პირობაა ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც თავისთავად კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერებს არ დაარღვევს. ბუნებრივია, როდესაც საუბარია ათეულობით კანონში შესატან უამრავ ცვლილებაზე, შეიძლება ტექნიკური ხასიათის ცვლილებად ისეთი ცვლილება იყოს მიჩნეული, რომელიც თავისი არსით ტექნიკურ ცვლილებას არ წარმოადგენს. “კულტურის შესახებ“ კანონსა და “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს არ წარმოადგენს და თუ პარლამენტში ინიციატორები თვლიდნენ, რომ ეს ტექნიკური საკითხები იყო, ვფიქროიბ, ეჭვქვეშ აღარ აყენებენ, რომ შინაარსობრივ მხარესაც ეხება“, - განუცხადა ჟურნალისტებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სალაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო