გიორგი ტუღუში - იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს მზარდ კრიმინალზე

იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს მზარდ კრიმინალზე, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების შესახებ კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით არსებულ ინიციატივას.

“წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ მიუთითებს მზარდ კრიმინალზე ქვეყანაში. ზომები დროულად რომ გატარებულიყო და ჩვენ არ გვქონოდა ძალიან ცუდი, არაეფექტური და თავზეხელაღებული დამოკიდებულება კრიმინალთან მიმართებაში, დღეს ალბათ ამის საჭიროება არ დადგებოდა. ცხადია, ცუდია, როდესაც სანქციები მკაცრდება და ამას რა თქმა უნდა, თან უნდა ახლდეს შსს-ს მხრიდან დროული მოქმედება. მარტო შეცვლილი კანონები ამ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს“, - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა ან შენახვა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 6 წლამდე, ხოლო ცეცხლასროლი იარაღის ტარება დაისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით. სისხლის სამართლოს კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა