ლევან იზორიამ კადეტებს სასწავლებლის დასრულება მიულოცა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კადეტებმა ლიცეუმის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან.

„კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. მეშვიდე, 2018 წლის გამოშვების დამთავრება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. კადეტებს სასწავლო წლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს.

ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო მოსამსახურისთვის განათლების მნიშვნელობასა და ლიცეუმში სწავლის ხარისხზე გაამახვილა. ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა, წარჩინებულ კადეტებს კი სერტიფიკატებთან ერთად, ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. კადეტები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.

მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრში გადაინაცვლეს და სასწავლო ინფრასტრუქტურა, ასევე, რობოტექნიკის გამოფენა და კადეტების ნამუშევრები დაათვალიერეს.

სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა.

ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის ვაჟები ირიცხებოდნენ. 2016 წლიდან კი ლიცეუმში სწავლის შესაძლებლობა გოგონებსაც მიეცათ. ამჟამად ლიცეუმში სწავლობს 260 კადეტი, მათ შორის 31 გოგონა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლისთვის საბუთების მიღება 18 ივნისს დაიწყება და 29 ივნისამდე გაგრძელდება“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა