თბილისში, კონფერენცია სლოგანით - „ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“ იმართება

29-31 მაისს, თბილისში, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi EACD-ის 30-ე კონფერენცია იმართება, რომლის სლოგანია - „ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, რაც მიანიშნებს ევროპული ღირებულებების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე პოსტსაბჭოთა, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონფერენციის თბილისში ჩატარების მიზანია, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეცნიერებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ცოდნის გაფართოებას, ახალი კველევებისთვის იდეების გენერირებას, სფეროში არსებული პროგრესის შეფასებას, ბავშვთა ასაკში შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევ მდგომარეობის შესახებ ინტერესის გაზრდას, ევროპული მიღწევების, მიდგომებისა და კვლევის სტანდარტების გაზიარებას, საერთაშორისო კონტაქტებისა და კავშირების დამყარებას.

„კონფერენცია მოიცავს კონფერენციის წინა 2 სიმპოზიუმს, 17 სასწავლო კურსს და სამდღიან ძირითად კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის 20 ძირითადი მომხსენებელი. ისინი წარმოადგენენ თანამედროვე მიღწევებს, კვლევების შედეგებსა და მიდგომებს ბავშვთა ასაკის შეზღურული შესაძლებლობების გამომწვევი მდგომარეობების სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ. კონფერენციაზე უკვე დარეგისტრირდა 430 მონაწილე 45 ქვეყნიდან. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება 21 სესია (65-მდე მომხსენებლით) და ორი პოსტერული სესია (128 პოსტერი). ასევე, სპეციალური სესია, რომელიც ეძღვნება ბავშვთა ადრეულ ინტერვენციას. 28 მაისს ჩატარდება კონფერენციისწინა სიმპოზიუმი ბავშვთა ადრეული ინტერვენციის და ეპილეფსიის საკითხებზე.

კონფერენციის ძირითად მომხსენებლებად მოწვეულნი არიან ცნობილი ექსპერტები ევროპიდან, ამერიკის შეერტებული შტატებიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან.

კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს ყველა იმ საკითხს, რაც უკავშირდება ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევ მდგომარეობებს, მათ პრევენციას, რისკ-ჯგუფის ბავშვებს, ადრეულ იდენტიფიკაციას, ადრეულ ჩარევას, გარდამავალ პერიოდებს, სიცოცხლის ხანგრძლივობის მართვის თავისებურებებს, მშობლებისა და და-ძმების საკითხებს, ზრდასრულთა თავისებურებებს.

ყურადღება დაეთმობა ისეთ სინდრომებსა და მდგომარეობებს, როგორიცაა ცერებრულ დამბლა, აუტიზმის სპექტრის აშლილობები, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დაუნის სინდრომი, ტურეტის სინდრომი, spina bifida, ნერვ-კუნთოვანი დარღვევები, ტუბეროზული სკლეროზის კომპლექსი, რეტის სინდრომი, მიტოქონდრიული დაავადებები და სხვა ნეიროგენეტიკური, ნეირომეტაბოლური, ნეიროფსიქიატრიული და ნეიროგანვითარებითი დარღვევები.

ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობები სიხშირისა (5-10%) და ზეგავლენის გამო მიჩნეულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემად. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეუძლიათ იცხოვრონ სრულყოფილად, ბევრი მათგანისთვის განვითარების, სოციალური ჩართულობის, განათლების, ჯანმრთელობისა და დასაქმების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა ევროპის აკადემია (EACD) არის იმ პროფესიონალთა აკადემიური ასოციაცია, რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პრობლემებზე ევროპაში. ის ყოველწლიურად აწყობს სამეცნიერო კონფერენციებს იმ მიზნით, რომ გაზარდოს ცოდნა და ინფორმირება, ხელი შეუწყოს კვლევებსა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. ამ კონფერენციის მონაწილეები არიან ცნობილი მეცნიერები ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან.

კონფერენციის ვებგვერდი (https://www.eacd2018.net/) ფუნქციონირებს 2017 წლის 1 ივნისიდან. 15 ივნისიდან დაიწყო აბსტრაქტების რეგისტრაცია, რაც დასრულდა 2018 წლის 15 მარტს. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის მიერ შერჩეული 200 აბსტრაქტი გამოქვეყნდება Mac Keith Press-ის ჟურნალში „Developmental Medicine & Child Neurology““, - აღნიშნულია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა