ადვოკატი - ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელია და მასში მოწმეთა ჩვენებები დამახინჯებული ფორმით არის მოყვანილი

ბრალდების მხარემ საკუთარ დასვნით სიტყვაში მოწმეთა ჩვენებები დამახინჯებული ფორმით მოიყვანა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვის შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ადვოკატმა განმარტა ბრალდების პოზიცია იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას ეყრდნობოდა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

"მოვისმინეთ ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა რომელიც იყო დაუსაბუთებელი. რაც შეეხება დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას, ჩვენ გავაბათილებთ ყველა იმ მსჯელობას და არგუმენტაციას რაც ბრალდებას ქონდა დასკვნით სიტყვაში. დეტალურად მიმოვიხილავთ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, ექსპერტთა ჩვენებებს, ექსპერტიზის დასკვნას და დარწმუნებული ვარ წარმატებით შევძლებთ ჩვენი პოზიციის დაცვას. ბრალდების მხარემ საკუთარ დასვნით სიტყვაში მოიყვანა მოწმეთა ჩვენებები დამახინჯებული ფორმით. მოწმეებს მიაწერა ისეთი ნათქვამი რაც მათ არ უთქვამთ. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მიუთითებს დაცვის მხარის პოზიციის მართებულობას. ბრალდება იმ მოწმის ჩვენებას ეყრდნობა, რომელმაც ხუთჯერ შეცვალა ჩვენება“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა გუშინ დასრულდა. დღეს ბრალდების მხარემ საკუთარი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა. დღესვე დაცვის მხარე აპირებს საკუთარი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაიწყოს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო