მცხეთაში აქცია „მცხეთა ჯანსაღი ქალაქი“ გაიმართება

ხვალ, მცხეთაში, გაიმართება აქცია სახელწოდებით „მცხეთა ჯანსაღი ქალაქი“. მცხეთის მერიის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ ორგანიზებული, ერთობლივი აქციით იწყება 31 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.

31 მაისს საერთაშორისო დღე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ აღინიშნება, რომელსაც საქართველო წელს კიდევ უფრო განსაკუთრებულად ხვდება, რადგან „თამბაქოს კონტროლის კანონის“ აღსრულების დაწყებიდან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვიდან ერთი თვე გავიდა.

როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ აცხადებს, კანონის აღსრულების წარმატებით მიმდინარეობის მიუხედავად, კვლავაც აქტუალურია თამბაქოს მოხმარების პრობლემა, რომლის მასობრივად მოგვარებას მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც თამბაქოს კონტროლის კანონი ხორციელდება, კომპლექსურად ცდილობენ, რაც არამხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციებით, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობაში გამოიხატება.

მათივე განცხადებით, საქართველო იზიარებს ამ მიმართულებას და ჯანსაღი ქალაქების, სოფლების და ზოგადად საცხოვრებლად ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად სტარტს მცხეთიდან იწყებს.

„რადგან 31 მაისი არის „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე,“ ზოგადად მაისი ჰიპერტენზიის თვე, თამბაქო და ჰიპერტენზია (და ზოგადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) კი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, წლევანდელი 31 მაისი თამბაქოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე არის ფოკუსირებული. ამიტომ წლევანდელი „თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღის“ ლოზუნგია Tobacco brakes hearts - თამბაქო ამსხვრევს გულებს. მცხეთის აქციაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რომელიც ასევე დაკავშირებულია ჯანსაღი ცხოვრების წესთან, სულ მალე მსოფლიო ასევე აღნიშნავს ჯანსაღი კვების საერთაშორისო დღეს. აქციაზე პოპულარიზაცია გაეწევა ჯანსაღ პროდუქტს, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაში.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები და მცხეთის რაიონის მკვიდრი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი სპორტსმენები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებში.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, გაიმართება სხვადასხვა ფიზიკური აქტივობა და სპორტული აქტივობები მინი საფეხბურთო მოედანზე, წყალზე ნიჩბოსანთა კლუბის მონაწილეობით, სკოლის აღსაზრდელები გამართავენ შეხვედრებს კარატეში, ნარდში, ჭადრაკში, მეთევზეები საჩვენებელ თევზაობას მოაწყობენ, რის შემდეგად დაჭერილ თევზს კვლავ წყალში დააბრუნებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა