თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართება

10 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის „სიმონ ბოკანეგრა“ პრემიერა გაიმართება. „სიმონ ბოკანეგრა“ საქართველოს პირველად დაიდგმება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ოპერისა და ბალეტის თეატრიდან აცნობეს, გენუის ოპერის თეატრის Carlo Felice-ს ეს დადგმა თბილისის ოპერის თეატრის მუდმივ რეპერტუარში იქნება, ხოლო მომდევნო საპრემიერო ჩვენებები 13, 16, 17 ივნისს გაიმართება.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია - ალფონსო სინიორინი (იტალია), კოსტიუმების მხატვარი კი - ესტერ მარტინი (ესპანეთი).

საპრემიერო სპექტაკლებში მონაწილეობენ როგორც ოპერის თეატრის სოლისტები, ისე უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი და უცხოელი მომღერლები და დირიჟორები.

10 ივნისს მთავარ პარტიებს შეასრულებენ: გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, თამარ ივერი, ოთარ ჯორჯიკია, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ჭელიძე, თამაზ საგინაძე, მანანა იორდანიშვილი. დირიჟორი - ფაბრიციო კასი (იტალია).

“ჯუზეპე ვერდიმ “სიმონ ბოკანეგრა“ ანტონიო გარსია გუტიერესის დრამის მიხედვით შექმნა. მოქმედებას მე-14 საუკუნის იტალიაში, გრიმალდების სახლში გადავყავართ. ოპერის მთავარ მოქმედ გმირს გენუელი დოჟი სიმონ ბოკანეგრა წარმოადგენს. „სიმონ ბოკანეგრას“ მსოფლიო პრემიერა 1857 წლის 12 მარტს ვენეციის Teatro La Fenice-ში შედგა. ახალი რედაქციით „სიმომ ბოკანეგრა“ 1881 წლის 24 მარტს მილანის La Scala-ს სცენაზე დაიდგა და დიდი წარმატება ხვდა წილად. აღსანიშნავია, რომ უდიდესმა უნგრელმა კომპოზიტორმა ფერენც ლისტმა თავისი ბოლო საოპერო პარაფრაზი სწორედ განახლებული „სიმონ ბოკანეგრას“ თემებზე დაწერა“, - ნათქვამია ოპერის თეატრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
Volvo Art Night - ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ (R)
Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - „ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება“
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოპი - "საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულები და მასთან ბრძოლის ნაციონალური და ინტერნაციონალური სამართლებრივი გზები და საშუალებები” ჩატარდა