პროკურორი - დაცვის მხარის შეფასებას, თითქოსდა დასკვნითი სიტყვა დაუსაბუთებელი იყო, ვერ დავეთანხმები

ადვოკატების განცხადებები, რომ თითქოსდა ბრალდებამ გამოიყენა მოსაზრებები რომელიც არ თქმულა პროცესზე, განპირობებულია იმით, რომ დაცვას არ მოსწონს მტკიცებულებები რომელიც საქმეშია, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა მარიკა გოგოხიამ დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, მათი დასკვნითი სიტყვა იყო მოცულობითი.

"დღეს ბრალდებამ წარვადგინეთ დასკვნითი სიტყვა რომელიც იყო საკმაოდ მოცულობითი. ჩვენი დასკვნითი სიტყვა სამ საათს გაგრძელდა და თუნდაც ამ დროიდან გამომდინარე დაცვის მხარის შეფასებას, თითქოსდა ის დაუსაბუთებელი იყო , ვერ დავეთანხმები. ჩვენ მიმოვიხილეთ ყველა მტკიცებულება, რომელიც მოიპოვებოდა სისხლის სამართლის საქმეზე და რაც გამოკვლეული იყო სისხლის სამართლის საქმეზე. ჩვენ ასევე შევეხეთ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და მოვახდინეთ მათ მიერ მოყვანილი მოწმეებისა და ექსპერტიზის დასკვნის გაბათილება. ბრალდების მოთხოვნა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ არის ორივე ბრალდებული პირის დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებაში. ჩვენ გვაქვს ყველა მტკიცებულება რომელიც ადასტურებს მათ ბრალეულობას. ყველა მოსაზრება და ფაქტი მოყვანილი იყო მოწმეთა ჩვენებიდან და დაცვის მხარის ამგვარი შეფასება მიზნად ისახავს, რომ თითქოსდა ბრალდებამ გამოიყენა მოსაზრებები, რომელიც არ თქმულა პროცესზე და ეს განპირობებულია იმით, რომ დაცვას არ მოსწონს მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია“, - განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა