ლაშა დარსალია - არ ველი, რომ სირიის გადაწყვეტილება რამე განსაკუთრებულ დარტყმას მიაყენებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას

არ ველი, რომ სირიის გადაწყვეტილება რამე განსაკუთრებულ დარტყმას მიაყენებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას, შეიძლება ითქვას პირიქითაც - ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის რესურსი, მოიპოვოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, საკმაოდ შეზღუდულია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.

„ასადის რეჟიმმა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის სატელიტს, აღიარა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების. ე.წ. დამოუკიდებლობა. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ის არის უპასუხისმგებლო აქტორი და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ მიდის. მე არ ველი, რომ ეს რაიმე განსაკუთრებულ დარტყმას მიაყენებს საქართველოს არაღიარების პოლიტიკას, შეიძლება ითქვას პირიქითაც - ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ რუსეთის რესურსი, რომ მოიპოვოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება საკმაოდ შეზღუდულია და მხოლოდ მისი სატელიტებით ან უპასუხისმგებლო აქტორებით შემოიფარგლება“, - განაცხადა დარსალიამ.

კითხვას იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე და პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, სიმძიმის ცენტრი უფრო რუსეთზე უნდა გადავიდეს თუ სირიაზე, დარსალია პასუხობს, რომ მისი აზრით, სირია განსაკუთრებული აქტორი არ არის.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი