მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტთშორისო კავშირის (IPU) გენერალურ მდივანს, მარტინ ჩუნგონგს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალურ მდივანს მარტინ ჩუნგონგს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და IPU-ს თანამშრომლობას და ხაზი გაუსვეს ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

“არსებული ვითარების გათვალისწინებით, აღინიშნა, საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი რეაგირების და ჩართულობის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარების საკითხს. აღინიშნა, რომ აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის პროცესში და ამ კუთხით თანამშრომლობის და კოორდინაციის გაღრმავება საპარლამენტო განზომილებაშიც“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მარტინ ჩუნგონგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო თბილისში 28-29 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ 2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის კონფერენციაში და ორმხრივი შეხვედრები გამართა ხელისუფლების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა