კომპანია “სვანეთი ჰიდრომ“ მესტიაში, ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საოჯახო სასტუმროებისთვის მართვის ტრენინგი ჩაატარა

კომპანია “სვანეთი ჰიდრომ“, რომელიც სვანეთში მესტიაჭალაჰესს აშენებს, მესტიაში ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით საოჯახო სასტუმროებისთვის მართვის ტრეინინგი ჩაატარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული სოციალური პროექტი ზაფხულის სეზონისთვის საოჯახო სასტუმროებს სერვისის გაუმჯობესებასა და უფრო მეტი ტურისტის მოზიდვაში დაეხმარება.

InterPressNews.Ge“მესტიაში, ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, ჩვენ, საოჯახო სასტუმროების მართვის ტრენინგი ჩავატარეთ, რომელსაც ამ ეტაპზე 20-ზე მეტი სასტუმროს წარმომადგენელი დაესწრო. ტრენინგის პროგრამა მათი სურვილის გათვალისწინებით შეირჩა და ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტრენინგები მესტიის მოსახლეობას სასტუმროების მართვისა და სტანდარტის გაუმჯობესებაში დაეხმარება“, - განაცხადა „სვანეთი ჰიდროს“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ნატროშვილმა.

InterPressNews.Geკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, სასტუმროების მართვის ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცა.

კომპანია “სვანეთი ჰიდრო“ ადგილობრივი მოსახლოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულების სოციალურ პროექტებს კვლავ გაააგრძელებს, რაც განათლების, ტურიზმის და სპორტის ხელშეწყობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა