საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე 2030 წლის მდგრადი განვითარების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი-ინპლემენტაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროზე ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, დღესდღეობით, ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი გამოწვევაა საქართველოსთვის. ზამბახიძის განცხადებით, საქართველოსთვის სიღარიბის შემცირება კვლავ პრიორიტეტად რჩება.

“ჩემთვის დიდი პატივია დღეს ვიყო აქ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მდგრად განვითარებაზე და იმაზე, რომ არავინ დარჩეს ყურადღების გარეშე. უნდა გვახსოვდეს საქართველოს სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფერდერაციის მიერ და ასობით ადამიანი არის დარჩენილი ზღვარს მიღმა, მზრუნველობის გარეშე. ჩვენ ვსაუბრობთ 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგზე, საქართველო ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია იმ გამოწვევებით, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას ამ გარდამავალ პერიოდში. საქართველო პატარა, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, 3.7 მილიონიანი მოსახლეობით, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის 4000 დოლარი და უმუშევრობის დონე 12%. სამუშაო ძალის ერთი მესამედი თვითდასაქმებულია, როგორც ფერმერი. 1999 წლიდან მოყოლებული, სოფლის მეურნეობაში მთლიანი შიდა პროდუქტი 25%-დან 9%-მდე დაეცა და დღემდე ასეა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი გახდა გლეხი - არა იმიტომ რომ ეს მათი არჩევანი იყო, არამედ მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. თუმცა, ეკონომიკურმა რეფორმებმა და სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორების მხრიდან წამოსულმა ინიციატივებმა, 2012 წლიდან ხელი შეუწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება,“-განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა განათლებისა და ფინანსური უზრუნველყოფის თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხსაც ეხებოდა.

ნინო ზამბახიძის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაზეც კერძო სექტორმა მთავრობასთან ერთად უნდა იმუშავოს, რათა დაძლეული იყოს სიღარიბე.

“განათლების ხელმისაწვდომობა დიდი პრობლემაა მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, რადგან უმეტესობამ არ იცის ქართული და უფრო მეტიც, მათ მხოლოდ საკუთარი ენა იციან. ეს ადამიანები არიან ყურადღების მიღმა დარჩენილები. როგორც ფერმერსა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფლის მეურნეობის კომპლექსის მფლობელს შემიძლია ვთქვა, რომ სოფლის მეურნეობა არის ძალიან დინამიური და სეზონური. შესაძლებელია დააკონტრაქტო ასობით სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანი სეზონურობის მიხედვით, მაგრამ არსებობს სოციალური სტატუსი. სიღარიბის მიღმა მყოფ ადამიანებს აქვთ სოციალური დახმარება. სეზონურ სამუშაოზე დათანხმება მათთვის არის დაბრკოლება, რადგან შესაძლებელია მათ დაკარგონ სოციალური დახმარება მთელი წლის მანძილზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაზეც კერძო სექტორმა მთავრობასთან ერთად უნდა იმუშავოს, რათა დაძლეული იყოს სიღარიბე“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

ცნობისთვის, კონფერენცია, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, ორდღიანი იყო, სადაც მონაწილეებმა მდგრადი განვითარების გამოწვევებზე იმსჯელეს და დანერგილი პრაქტიკა და გამოცდილება განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა