აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - აშშ-სთვის მტკიცედ მიუღებელია სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება

აშშ-სთვის მტკიცედ მიუღებელია სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადა, სადაც სირიის მიერ აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარებასთან“ დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, აფხაზეთი და " სამხრეთ ოსეთი" საქართველოს სუვერენული ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია.

„აშშ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას მიიჩნევს საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად.

აშშ-სთვის მტკიცედ მიუღებელია სირიის მიერ ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ჩვენ მოვუწოდებთ სირიას, ასევე რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს გააუქმონ აღიარება. ასევე, აშშ-ს კანონმდებლობით ამ ტერიტორიების აღიარებისთვის შედეგების დადგომაა გათვალისწინებული. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღონ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარება“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა აღიარა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო