ვლადიმერ იმნაძე OttoBock-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის გენერალურ დირექტორს, ტიგრან ღარიბიანს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის OttoBock-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის გენერალურ დირექტორს, ტიგრან ღარიბიანს, შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს, თეა ერისთავს და ამავე ცენტრის მთავარ ორთოპედ-ტექნიკოსს, ირაკლი გულბიანს უმასპინძლა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ვენეტერანთა სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრას სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, სულხან აბესაძე დაესწრნენ. მათივე ცნობით, მხარეებმა ის საკითხები განიხილეს, რომლის განხორციელებაც 2015 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე იგეგმება მომავალში. აღსანიშნავია ასევე, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია 20-მდე შშმ ვეტერანის პროტეზირება თანამედროვე პროტეზებით.

“კომპანია OttoBock-ს არსებობის 90-წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად მისი 50-ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია, დაეხმაროს ადამიანებს მობილურობის აღდგენაში და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისათვის კომპანია საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებს“, - ნათქვამია ვეტერანთა სამსახურის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო