პარლამენტთან შეკრებილებმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენეს, რომ საქმე კვლავ გამოუძიებელია და კიდევ ერთხელ მოითხოვეს დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს პარლამენტში.

"ჩვენ გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ, რომ ეს საქმე არის გამოუძიებელი და ვითხოვთ გამოძიებას. ასევე, დღეს მაინც მოხდეს დამოუკიდებელი საპარლამენტო კომისიის შექმნა, რადგან არ არსებობს ნდობა იმ სტრუქტურების მიმართ, რომლებიც აწარმოებს გამოძიებას. ამიტომ, საჭიროა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება",- განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა