საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გერმანიის, რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მემორანდუმს გააფორმებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გერმანიის, რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მემორანდუმს გააფორმებს.ამის შესახებ შეთანხმება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, გიორგი მღებრიშვილსა და რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სახელმწიფო მინისტრ როჯერ ლევენცის შორის შედგა.

მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ გერმანული მხარე აქტიურად ჩაერთვება ქართველი მეხანძრე-მაშველების გადამზადების პროცესში. თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმება სასწავლო ვიზიტები და სხვადასხვა ტრენინგი.

სსმს-ის კანონპროექტთა პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში კი, გერმანული მხარე მზადაა ჩაერთოს მის განხორციელებაში, კონკრეტულად კი, მოხალისეთა სისტემის გამართვაში.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა