ნინო გოგუაძე - რუსეთის მოკავშირე არის სირიის ამჟამინდელი, საკუთარი ხალხის განადგურებისთვის მომართული რეჟიმი და საქართველოს მოკავშირე მთელი საერთაშორისო ცივილური საზოგადოებაა

რუსეთის მოკავშირე არის სირიის ამჟამინდელი, საკუთარი ხალხის განადგურებისთვის მომართული რეჟიმი და საქართველოს მოკავშირე მთელი საერთაშორისო ცივილური საზოგადოებაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც რუსეთის და სირიის აგრესორი რეჟიმები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობენ. დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ეს არის რეჟიმის მიერ რეჟიმის მხარდაჭერა და ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება საერთაშორისო დონეზე. რუსეთის მოკავშირე არის სირიის ამჟამინდელი, საკუთარი ხალხის განადგურებისთვის მომართული რეჟიმი და საქართველოს მოკავშირე არის მთელი საერთაშორისო ცივილური საზოგადოება და ნიშანდობლივია, რომ როდესაც რუსეთის და სირიის აგრესორი რეჟიმები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობენ.

რეზოლუციით, რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლისთავისთვის მომზადდა, ჩვენი პარტნიორები გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებენ. სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი აგრესიას და ხალხის ერთმანეთისგან გათიშვას უპირისპირებს და გამოხატავენ მზადყოფნას ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მეტი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა