დამოუკიდებელი ინსპექტორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, დამოუკიდებელი ინსპექტორი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) წარმომადგენლებს შეხვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამოუკიდებელ ინსპექტორს გააცნეს “სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის მიზანი და ამოცანები, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებული კომპონენტი (მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია).

შეხვედრის შედეგად სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა