ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას იწყებს

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო 31 მაისს, 13:00 საათზე, ვანის N2 საჯარო სკოლაში მედიის წარმომადგენლებისთვის დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის დაწყებას დააანონსებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15 200 მოსწავლისათვის. მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“სამუშაოების ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ხელს უწყობს დასაქმებასაც. შესაბამისად, უკვე შეიქმნება 1 500-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ვანში დაგეგმილ ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე დაესწრება.

დღემდე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში“, - აღნიშნულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინფორმაციაში.

2013 წლის 26 ივლისს, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო