აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ლანჩხუთში, ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ ადგილობრივ ფერმერებს პროექტის გურიის რეგიონის მობილიზატორმა ლია მუხაშავრიამ და საქართველოს ფერმერთა ასოცოაციის წარმომადგენლებმა პროგრამის შინაარსი და პირობები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

რამდენიმე ადგილობრივ ფერმერს უკვე წარდგენილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია დაფინანსების მისაღებად. მათ შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ადგილობრივმა ფერმერებმა ინტერესი გამოხატეს ხურმის, დაფნის, კენკროვანი კულტურებისა და მეფუტკრეობის მიმართულებით.

პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სოფლად გააშენონ ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, დაფნის, კენკროვანი კულტურების ბაღები, ყვავილების კულტურები, გადაიარაღონ სასათბურე მეურნეობა, მოაწყონ მეფუტკრეობის მეურნეობები.

რეგიონებში ადგილობრივ ფერმერებთან მუშაობენ პროგრამის რეგიონის მობილიზატორები, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაბამის კონსულტაციებს უწევენ.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამის პირველ ეტაპზე 144 ბენეფიციარი დაფინანსდა, ინვესტიციის მოცულობამ 8,229,215 ლარი შეადგინა, საიდანაც 3,256,001 ლარი გრანტის სახით გაიცა.

ინფორმაციას ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა