აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პირველი ხაზი აამუშავა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტრანსანატოლიური გაზსადენის „TANAP“-ის გაშვებაში მიღო მონაწილეობა, რომელიც პროექტ „სამხრეთის გაზის დერეფნის“პირველი ხაზია, რომლითაც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში განხორციელდება. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ იუწყება.

„ამ პროექტით ვქმნით ევროპის ახალ ენერგეტიკულ რუკას“, - განაცხადა ალიევმა. როგორც ცნობილია, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, ანუ ტრანსადრიატიკული მილსადენი, რომლის სიგრძე 870 კილომეტრია, დაიწყება საბერძნეთში და ალბანეთის გავლით, იტალიაში დასრულდება. ის გამოიყენება გაზის ტრანსპორტირებისთვის შაჰ დენიზი II-ის საბადოდან.

პროექტის - ტრანსანატოლიური გაზსადენის კიდევ ორი მომიჯნავე გაზსადენის პროექტი, რომელიც თურქეთზე გადის, ასევე სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი, რომელიც გადის აზერბაიჯანსა და საქართველოზე - შეადგენს „სამხრეთის გაზის დერეფანს“. პროექტის ღირებულება 40 მილიარდი აშშ დოლარია.

ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2020 წელს იგეგმება 10 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2020
მითები და რეალობა ჰესების შესახებ
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით