ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ბავშვის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს ბრალი ოფიციალურად წარედგინა, - ამის შესახებ " ინტერპრესნიუსს" ბრალდებულების ადვოკატმბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

"საქმის მასალებს გადმოგვცემენ პოლიციაში და გამოკითხვებსაც გავეცნობით შესაბამისად. ამ ეტაპისთვის ბრალდებულებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ" , - აღნიშნა ბაჩუკი ყურაშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ზუგდიდში გუშინ საღამოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მათ არასრულწლოვანი გოგონას მძევლად აყვანას ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა გოგონა ვალის სანაცვლოდ წაიყვანეს. თუმცა ამ მიზეზს მეზობლები კატეგორიულად უარყოფენ. მათი ინფორმაციით, ე.კ-მ და ვ.ა- მ ბავშვი რამდენიმე დღის წინ თათარიშვილის ქუჩაზე არსებული დევნილთა ჩასახლებიდან წამოიყვანეს, თუმცა არა მძევლად აყვანის მოტივით.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცოლ-ქმარს ბრალად მძევლად ხელში ჩაგდება (სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილი) ედებათ. აღნიშნული ქმედება 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო