დიმიტრი ქუმსიშვილი - ახალი წესები საბანკო ჰოლდინგებსა და ეკონომიკის რეალური სექტორის კომპანიებს უფრო მკვეთრად გამიჯნავს

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბანკებმა აკეთონ თავიანთი მიმართულება, ხოლო არაპროფილური საქმიანობა უკვე გააგრძელონ იმ კომპანიებმა, რომლებსაც ამის საკანონმდებლო შესაძლებლობაც აქვთ და განვითარების პერსპექტივაც, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც 29 მაისს ლონდონში, საფონდო ბირჟაზე კომპანია „ქართული კაპიტალის“ პრემიურ ლისტინგში აქციების განთავსების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„დღეს მოხდა საბანკო ჯგუფის პირველი სტრუქტურული დაყოფა. შედეგად, მივიღეთ ორი კომპანია, რომელიც არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ სეგმენტში და გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ ერთი კარგი ჯანმრთელი კომპანია ეკონომიკის რეალურ სექტორში, რომელსაც ექნება შესაძლებლობა, რომ განვითარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული კაპიტალი“ იქნება წარმატებული კომპანია, რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით ღირებულებას“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„ასევე მინდა მოგახსენოთ იმ ახალ მიმართულებებზე, რომლებზეც დღეს ჩვენ ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან ერთად. ცვლილებები შედის 2017 წლის დეკემბერში მიღებულ კანონმდებლო პაკეტში. კერძოდ, საბანკო ჰოლდინგებთან მიმართებაში შემოვა დამატებითი წესები, რომელიც კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯნავს საბანკო ჰოლდინგებს და ეკონომიკის რეალური სექტორის კომპანიებს იმისათვის, რომ რეალურ სექტორს მეტი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს